0 0

Shopping Cart ( 0 )

Your Have 0 Item In Your Cart

close

No products in the cart.

წესები და პირობები

  • Home
  • წესები და პირობები

გამყიდველი:

  1. კომპანია „MyDental“ და ინტერნეტ მაღაზია MyDental.Ge არის მრავალი მსხვილი კომპანიის პარტნიორი.
  2. ჩვენი საიტის მეშვეობით, როგორც სტომატოლოგიურ კლინიკებს, ასევე კერძო მომხმარებელს ვთავაზობთ მრავალი სხვადასხვა სახის როგორც სტომატოლოგიურ აპარატურას, ასევე მასთან დაკავშირებულ მრავალი სახის მასალებს.

მომხმარებლის კონფიდენციალურობა:

  1. ჩვენს საიტზე გაკეთებული როგორც შეკვეთის, ასევე კომპანიის და ყველა მომხმარებლის მიერ შეყვანილი პირადი მონაცემები არის დაცული და კონფიდენციალური და არ გადაეცემა გარეშე მესამე პირს..
  2. მონაცემები ინახება ჩვენი ვებ გვერდის ბაზაში და მასთან შეხება აქვს მხოლოდ ჩვენი კომპანიის გუნდის წევრებს.

პროდუქციის დასახელება და აღწერილობა:

  1. ჩვენი კომპანია იტოვებს უფლებას შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება პროდუქციის მახასიათებლებში. მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს დეტალურად პროდუქციას და დააზუსტოს მისი მახასიათებლები შეძენამდე.

შეკვეთის გაუქმება:

  1. მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა თუ:
    პროდუქტი არ ემთხვევა ფოტოსურათზე გამოსახულ ნივთს;პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან რაიმე სხვა მიზეზის გამო;ფერი და მახასიათებელი არ ემთხვევა ოპერატორთან დაზუსტების შემდგომ.
  2. მომხმარებელი ვალდებულია, აცნობოს მაღაზიას შეკვეთის გაუქმების შესახებ კურიერის მოსვლამდე 1 საათით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია ავალდებულებს მომხმარებელს აანაზღაუროს საკურიერო მომსახურების ხარჯებს, რაც შეადგენს 5 ლარს.

საიტზე რეგისტრაციის პროცესი:

რეგისტრაციისთვის საჭიროა მთავარ გვერდზე აირჩიოთ “ჩემი ანგარიში” , რეგისტრაცია, და შემდეგ კი შეავსოთ მოცემული ველები.

  • ელ.ფოსტა – მოცემულ ველში უნდა ჩაწეროთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი, რომელსაც შემდგომში გამოიყენებთ საიტზე ავტორიზაციისათვის.
  • პაროლი- აღნიშნულ ველში ჩაწერეთ თქვენთვის სასურველი ტექსტი ან ციფრები.
  • გაიმეორეთ პაროლი — ველში შეიყვანეთ ზუსტად იგივე ტექსტი რაც ‘პაროლი’-ს ველში.
  • კერძო პირის რეგისტრაციის შემთხვევაში აუცილებელია შეიყვანოთ ყველა (*) ფიფქით მონიშნული ველი.
  • კომანიის რეგისტრაციის დროს აუცილებელია რეგისტრანტმა კომპანიამ შეავსოს შემდეგი ველები. (კომპანიის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი და კომპანიის იურიდიული და ფაქტიური მისამართი).
  • ვებ გვერდზე რეგისტრაციისას შეკვეთის გაფორმება ერთი წკაპის მეშვეობით,ან სატელეფონო რეჟიმში შეკვეთის მიღებისას მომხმარებელი ეთანხმება კომპანიის მიერ წარდგენილ წესებს. უთანხმოების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია არ გააფორმოს შეკვეთა.
  • წინამდებარე წესების დაცვით თქვენ ეთანხმებით კომპანიის პირობებს.

პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა

პროდუქტის შეცვლა/დაბრუნების წესები:

  • პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ საიტის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
  • პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა საიტის საინფორმაციო ცენტრს აცნობოთ დასაბრუნებელი პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი;
  • პროდუქტის შეცვლა ან დაბრუნება ხდება  ამანათის მიღებიდან 48 სთ-ის განმავლობაში;
  • თუ პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.

პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:

  • პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების დროს;
  • პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი;
  • პროდუქტის მახასიათებლები არ ემთხვევა ან განსხვავდება ვებ-გვერდზე აღწერილი მახასიათებლებისგან;
  • შეცდომით მოგივიდათ სხვა პროდუქტი.
  • სხვა მიზეზების შემთხვევაში შეკვეთა არ ექვემდებარება დაბრუნებას.